fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: საბუთების მოწესრიგება სთხოვა, უფროსი კი იარაღით დაემუქრა

ინციდენტის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დამსაქმებელი მამაკაცი თავის თანამშრომელს მხოლოდ იმიტომ ემუქრებოდა იარაღით, რომ სთხოვა მისთვის დაზღვევასთან (IKA) დაკავშირებული საბუთები მოეწესრიგებინა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ირაკლიოში მდებარე კაფეში, სადაც დაზარალებული მუშაობს, შემოწმება ჩატარდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის ოფიციალურად არ იყო დაზღვეული. სწორედ ამის შემდეგ მივიდა ის დამსაქმებელთან და სთხოვა, რომ საბუთები მწყობრში მოეყვანა, ისე, როგორც სხვა თანამშრომლებს ჰქონდათ.

სავარაუდოდ, ამან მამაკაცი გააღიზიანა და მას ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა დაიწყო.

თანამშრომელმა ამის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინა ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტს, მიხალის რიზიკიანაკისს, რის შედეგადაც შესაბამის ზომებს მიიღებენ.

onalem

ტესტ