fbpx
კრიმინალისაზოგადოება

უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს ოჯახში არ აბრუნებენ – ტრაგედია კრეტაზე

32 წლის ქალი გარდაცვლილია, ხოლო მისი 36 წლის მეუღლე მისი მკვლელობის ბრალდებით ციხეში ზის. ორი ბავშვი, 6 და 18 თვის ბიჭები, მშობლების გარეშე დარჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ნათესავები მეურვეობას ითხოვენ, სოციალური სააგენტო მათ ბავშვების წაყვანის უფლებას არ აძლევს.

ტრაგედია კრეტაზე, სიტიაში მოხდა. 32 წლის ქალის დედა სასოწარკვეთილია და მისი ერთადერთი იმედი შვილიშვილებია, რომლებთან ყოფნაც არ შეუძლია.

“ისინი მეორედ მომკლავენ, როგორც ჩემი გოგონა მოკლეს. თუ ბავშვებს არ მომცემენ, მოვკვდები. მინდა, რომ ჩემი გოგონას შვილები ჩვენთან გაიზარდონ. მთელი გულით ვთხოვ, რომ ბავშვები გადმოგვცენ. შეიძლება დარდისგან მოვკვდე.”

უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მცირეწლოვნებს სოციალური მუშაკები მათთან არ უშვებენ, ფინანსური მდგომარეობაა. ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს.

“შეიძლება ღარიბი ვარ, მაგრამ შემიძლია მათთან ერთად ვიცხოვრო. მარტო არ ვარ, სხვა შვილებიც მყავს. სხვას არაფერს ვითხოვ, მხოლოდ იმას, რომ შვილიშვილები დამიბრუნონ. ყველაფერი ვუყიდე. დაბადების პირველივე წუთებიდან ისინი ჩემები იყვნენ და არასოდეს დავშორებივარ. ჩემი შვილის ბავშვები ხომ ჩემი ბავშვებიც არიან,” აცხადებს ქალი.

onalem

ტესტ