fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ხვალიდან გვალვის ახალი ტალღა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, გრილი ამინდების შემდეგ, საბერძნეთში გვალვის კიდევ ერთი ტალღა გველის. მომდევნო დღეებში ტემპერატურა კვლავ 40 გრადუსს მიაღწევს.

კერძოდ, ცხელი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში ხვალიდან დაიწყება და პირველად დასაველთით გავრცელდება, შემდეგ კი ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ყველაზე მძიმე დღე პრასკევი იქნება, როდესაც თესალიასა და ცენტრალურ მაკედონიაში ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება.

ხვალ ათენსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 38 გრადუსია მოსალოდნელი, კუნძულებზე 36 გრადუსამდე.

რაც შეეხება პარასკევს, ქვეყნის უმეტეს ნაწილში 38-40 გრადუსი დაფიქსირდება.

მდგომარეობა შედარებით კვირა დღეს დასტაბილურდება და ტემპერატურა 2-დან 4 გრადუსამდე დაეცემა.

onalem

ტესტ