fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი ამბავი კრეტიდან: გერმანელ ტურისტებს სასტუმროდან გამოსვლის ეშინიათ

კრეტაზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ეს კუნძული კი, ყველა მხრივ მომხიბვლელია, თავისი ისტორიითა თუ ლამაზი სანაპიროებით, შესაბამისად, არც ტურისტი აკლია. თუმცა, გერმანელების კონკრეტული ოჯახისთვის დასვენების დღეები საბერძნეთის ყველაზე დიდ კუნძულზე არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებად რჩება.

როგორც ირკვევა, გერმანელები რეთიმნოს ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან და ორი დღის წინ მათ ნაქირავებ მანქანას კრეტელების ჯიპი დაეჯახათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ზიანი მიაყენა ავტომობილს და ვინაიდან ჯიპმა სვლა გააგრძელა, თითქოს, არაფერი მომხდარიყო, გადაწყვიტეს, რომ გაჰყოლოდნენ, ზრდილობიანად გასაუბრებოდნენ და გამოწვეული ზარალი შეეფასებინათ. როდესაც მათ ხელებით ანიშნეს, რომ გაჩერებულიყვნენ, კრეტელები კიდევ ერთხელ დაეჯახნენ გერმანელების მანქანას, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ტურისტებს. ყველაზე წარმოუდგენელი ის არის, რომ საბოლოოდ დანითაც კი დაემუქრნენ.

როგორც ირკვევა, მათი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა, კრეტელები კიდევ აედევნნენ ტურისტებს და კიდევ ცდილობდნენ ფიზიკურ აგნარიშსწორებას, მაგრამ მათდა საბედნიეროდ, მოშორებით უკვე ბევრი ხალხი იყო და სიტუაცია გაანეიტრალეს.

გერმანელები კრეტელების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვენ, მაგრამ ვინაიდან ამ დროისთვის ისინი ქუჩაში ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან, სასტუმროდან გამოსვლის ეშინიათ.

onalem

ტესტ