fbpx
საზოგადოება

ტრაგედია გალაქსიდიში: 21 და 24 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ, რადგან მანქანა გარდაცვლილ ძაღლს აარიდეს

გალაქსიდიში მომხდარმა საზარელმა ავარიამ საზოგადოება შეძრა. დაღუპულები არიან 21 და 24 წლის ახალგაზრდები, გოგონა და ბიჭი, რომლებიც ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, გზაზე გარდაცვლილი ძაღლი იყო, რომელიც მათ ცოცხალი ეგონათ და სცადეს, რომ მანქანა აერიდებინათ, სწორედ ამ დროს, ვინაიდან, სავარაუდოდ, დიდი სისწრაფითაც მოძრაობდნენ, ბიჭმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავარიაში მოჰყვნენ.

21 წლის ვირჯინიას მამა ამბობს, რომ შვილის დაკარგვის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სამსახურში იმყოფებოდა, თავისმა ცოლმა დაურეკა და აცნობა. მისი თქმით, დეტალები ჯერ არ იციან, მაგრამ ცხადია, რომ მანქანა გზის მეორე მხარეს არის გადასული და ჩანს, რომ ძაღლს ააცილეს.

შემთხვევის ადგილიდან კადრები საკმაოდ მძიმეა, მანქანის მდგომარეობა ცხაყოფს, რომ მათი გარდაცვალება გარდაუვალი იყო.

   

onalem

ტესტ