fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ძალიან ცნობილი მამაკაცი ვულგარულად მეფლირტავებოდა, ჩემგან ცემას გადაურჩა” – ნიკოს ვერტი

ცნობილმა მომღერალმა, ნიკოს ვერტიმ, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ პირადი ცხოვრება საჯაროობის მიღმა დატოვოს, მედიასთან ბოლო ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა საკუთარ ორიენტაციაზე და გაამხილა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცნობილი მამაკაცი მასთან ფლირტით იყო დაკავებული და ეს ყველაფერი საკმაოდ ვულგარული გზით ხდებოდა.

“ხშირად ყოფილა საუბარი იმაზე, რომ გეი ვარ. რომ ვიყო, ამის საჯაროდ თქმა ნამდვილად არ შემრცხვებოდა და არ დავმალავდი. როდესაც მესმის რაღაც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამ მაწუხებს, არ ვბრაზობ. კარიერის პირველ წლებში ამბობდნენ, რომ თურქი ვიყავი, შემდეგ ალბანელი, შემდეგ ამბობდნენ, რომ მამაჩემი იყო ძალიან მდიდარი და აქედან გამომდინარე გავიკეთე კარიერა. ის, რაც სიმართლე არ არის, უბრალოდ არ მაინტერესებს.

პირველ რიგში, მე ჰოლანდიაში გავიზარდე და არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს რცხვენიათ იმის, რაც რეალურად არიან. მე მყავს ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ჰომოსექსუალები არიან და ამის არ რცხვენიათ. მოკლედ რომ ვთქვა, გეი რომ ვიყო, არცერთი წუთით არ შემრცხვებოდა ამის თქმის, მაგრამ ზოგისთვის საბედნიეროდ და ზოგისთვის საუბედუროდ, მე ბოლო ადამიანი ვარ დედამიწაზე, რომელსაც ჰომოსექსუალობის 1% მაინც აქვს მიდრეკილება. ვწუხვარ მათ გამო, ვისაც საკუთარი თავი არ აქვს მიღებული და მათ ჩემი გარემოცვიდან შორს ვაყენებ.”

კითხვაზე, განაწყენდებოდა, თუ არა მამაკაცის მხრიდან ფლირტის შემთხვევაში, მომღერალი პასუხობს:

“რა თქმა უნდა, არა. მაგრამ გააჩნია ფლირტის შინაარსს. იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ცნობილი პირი ვულგარულად მეფლირტავებოდა და ცემას გადაურჩა. შეიძლება ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მორალი ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.”

 

 

onalem

ტესტ