fbpx
საბერძნეთი

ინვესტიცია საბერძნეთში, რომელშიც 280 მილიონი ევრო უნდა ჩაიდოს – მეღალონისო საბერძნეთის მალდივებად იქცევა

მეღალონისოს კუნძული, განსაცვიფრებელი სილამაზით, როგორც ჩანს, სულ მალე მდიდარი და ცნობილი ადამიანების დანიშნულების ერთ-ერთი პირველი ადგილი გახდება. პეტალიუს ტერიტორიაზე იგეგმება მდიდრული ვილების გაშენება, პროექტის სახელია Grivalia და მოსალოდნელია, რომ მშენებლობასა და მოწყობაში 2025 წლამდე 280 მილიონი ევრო დაიხარჯოს.

აღნიშნულ კუნძულზე აშენდება მდიდრული სასტუმროები, ვილები, რესტორნები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, ფიტნეს კლუბები და სანაპირო ბარები. საუბარია ფუფუნების უმაღლეს დონეზე, რომელსაც მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანები თუ შესწვდებიან. ეს ყველაფერი განთავსდება თვალწარმტაცი სანაპიროების მქონე ტერიტორიებზე.

როგორც ჩანს, პროექტის განხორციელების შედეგად მეღალონისოს ეს ინვესტიცია საბერძნეთის მალდივებად აქცევს.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მშენებლობები განხორციელებულია სხვა მდიდრულ უბნებშიც, მაგალითად გლიფადაში, ვილას კი, შემდეგი სახე აქვს:

onalem

ტესტ