fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პატიმარმა ციხიდან “შვებულება” აიღო, გამოსვლისთავანე მაღაზიიდან 6.000 ევრო მოიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მოხდა.

კერძოდ, cretapost-ის ცნობით, 41 წლის პატიმარმა ციხიდან ე.წ. “შვებულება” აიღო და საპყრობილე რამდენიმე დღით დატოვა. როგორც ირკვევა, ციხიდან გამოსვლისთანავე მან ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების მაღაზიის საკეტი გატეხა და იქიდან 6.000 ევრო მოიპარა.

ცხადია, მან ქურდობა არ იკმარა და გაუჩინარდა, პოლიცია კი, ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, გარეულია თუ არა ის სხვა ქურდობებშიც, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე სწორედ იმ დღის შემდეგ მოხდა, როცა ციხიდან გამოუშვეს.

მამაკაცი ბერძენია, წარმოშობით თესალონიკიდან და სასჯელს მრავალჯერადი ქურდობისთვის იხდიდა.

 

onalem

ტესტ