fbpx
საბერძნეთი

განგაში ათენის აეროპორტსა და 6 საავადმყოფოში ბომბის შესახებ მუქარის გაგზავნის შემდეგ – ისლამური ექსტრემიზმის ნიშნები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტსა და 6 საავადმყოფოში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც გაიგზავნა შეტყობინება, რომ თითოეულ მათგანში ბომბი იყო.

კერძოდ, ათენის აეროპორტის გარდა, საუბარია შემდეგ საავადმყოფოებზე: ევანგელისმოს, ძანიო, პამაკარისტოს, ერიკოს დინან, ბავშვთა საავადმყოფო და ასევე, გენიმატას სახელობის საავადმყოფო.

გავრცელებული ცნობებით, შეტყობინება ელექტრონული იყო და გაიგზავნა კონკრეტული პირის მიერ, რომელიც იმუქრებოდა შემდეგი ფრაზებით: “ყველაფერს ავაფეთქებთ”, “სისხლი დაიღვრება”. ანუ შეიცავდა ისლამური ექსტრემიზმის ნიშნებს.

ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ ელექტრონული შეტყობინება სიცრუე იყო და არსად არსებობდა ბომბი. პროკურატურა ამ დროისთვის შეტყობინების გამგზავნის იდენტიფიცირებას ცდილობს.

 

onalem

ტესტ