fbpx
საბერძნეთი

სასტუმრო ათენში, რომლის აივანიც ჩამოვარდნის პირასაა – ვასილის კიკილიას ბრძანებით, სასტუმროს მუშაობა შეჩერდა

უკვე სამი დღეა, რაც ნეა სმირნიში, სიგრუს გამზირზე მდებარე სასტუმროს აივანი, ფაქტობრივად, ადამიანების თავზეა ჩამოკიდებული და არავინ იცის, როდის ჩამოვარდება.

ადგილზე, ცხადია, მიიღეს გარკვეული ზომები და მითითებულია, რომ ამ ტერიტორიაზე გავლა საფრთხეს შეიცავს, თუმცა, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ვასილის კიკილიამ უკვე გასცა ოფიციალური ბრძანებაც, რომ სასტუმრომ მუშაობა დროებით შეაჩეროს.

კადრებიდან ჩანს, რომ აივანი მოგლეჯილია უშუალოდ კორპუსიდან და სამი დღის მანძილზე არ განხორციელებულა არანაირი სამუშაო, რათა ან სრულიად ჩამოიხსნას აივანი ან შეკეთდეს იმგვარად, რომ აღარ არსებობდეს ჩამოვარდნის საფრთხე.

onalem

ტესტ