fbpx
კრიმინალი

ემიგრანტმა ქალმა 84 წლის მოხუცს თაღლითობით 10.000 ევრო მოპარა – ის კრიმინალური დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ემიგრანტი ქალი დააკავა, რომელიც თაღლითობისა და ქურდობის ჩადენის შემდეგ სამშობლოში გაქცევას ცდილობდა, თუმცა, საზღვარზე შემოწმების დროს ხელბორკილები დაადეს. როგორც აღმოჩნდა, ის კრიმინალური დაჯგუფების წევრია, რომელიც საბერძნეთში მოხუცებს ძარცვავდა, უკვე გავრცელებული ხერხებით.

კერძოდ, საუბარია ბულგარელ ქალზე, რომელიც მოხუცებს ურეკავდა და ატყუებდა, რომ მათი ნათესავები ავარიაში მოჰყვნენ და სასწრაფოდ საჭირო იყო დიდი რაოდენობის თანხა, ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში მოტყუვდა 84 წლის მოხუცი, რომელმაც ბულგარელ ქალს დაუჯერა და საკუთარი სახლის აივნიდან 10.000 ევრო გადააგდო, იმ მიზნით, რომ საკუთარი ნათესავს დახმარებოდა.

როგორც ირკვევა, ბულგარელ ქალს ჰყავს მოკავშირეებიც, რომლებსაც მოხუცების მიერ კონკრეტულ ადგილას დატოვებული ან აივნიდან გადაყრილი თანხა მიჰქონდა და მსგავსი კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა.

ემიგრანტი ქალი არტას პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ