fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ექიმების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა

თესალონიკში ექიმების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი შედგა. საქმე ეხება ” Panagia ”-ს საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების ექიმების მიერ 650 000 ევროს მითვისების ფაქტებს.

5 ექიმსა და 1 ექთანს ბრალად ძვირადღირებული მედიკამენტების მითვისება ედებოდა. არსებული ინფორმაციით, ზარალის ოდენობამ 2002-2003 წლებში 650 000 ევრო შეადგინა. ისინი, თავის მხრივ, უარყოფდნენ საქმეში მონაწილეობას და ყველაფერს მხოლოდ შეცდომას აბრალებდნენ, რომელიც მედიკამენტთა აღრიცხვის დროს მოხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორმა მტკიცებულებების მოძიება ვერ შეძლო, ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს და საქმე დახურულად გამოცხადდა.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, იყო ეს ჩანაწერებში არსებული შეცდომა, თუ საავამდყოფოში მართლაც ფიქსირებოდა მედიკამენტების დეფიციტი.

onalem

ტესტ