fbpx
კრიმინალი

შემოწმებები თესალონიკში – ბოლო 24 საათში 21 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 9 უსაბუთო ემიგრანტია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე, კრიმინალთან ბრძოლის განყოფილების ოფიცრებმა ბოლო 24 საათში 21 ადამიანი დააკავეს.

კერძოდ, დაკავებულებიდან 9 მათგანს საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრების ბრალდება აქვს, 2-ს იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედება ბრალად, 1 – ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. დანარჩენები ძირითადად ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

საერთო ჯამში განხორციელდა 3.872 ადამიანის შემოწმება შემდეგ ტერიტორიებზე: იმათია, პელა, პიერია, სერესი, ხალკიდიკი. გამოვლინდა 975 კანონდარღვევა, საიდანაც უსაბუთობის ბრალდება 10 უცხოელს აქვს.

onalem

ტესტ