fbpx
კრიმინალისაზოგადოება

”მე ვყვიროდი და გავრბოდი, რათა თავი გადამერჩინა” – რას ჰყვება 45 წლის ფსიქოპათის მსხვერპლი

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობის ვაჟმა შაბათს ცენტრალურ პარკში ქალი საკუთარი 3 წლის შვილის თვალწინ სცემა. ამჟამად ის დაკავებულია.

საინტერესოა, თუ რას ჰყვება მისი ერთ-ერთი მსხვერპლი მომხდარის შესახებ. ( არ იგულისხმება 3 წლის ბავშვის დედა, არამედ სრულიად სხვა ქალი, რომელსაც ის ასევე თავს დაესხა.)

ქალი protothema.gr-ს ესაუბრა, თუმცა, ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, რადგან, როგორც ამბობს, მამაკაცმა მას უთხრა, რომ ოდესმე ისევ თავისუფალი იქნებოდა და ისევ დაესხმებოდა თავს.

”შუადღეს პარიკმახერთან წასვლა გადავწყვიტე. როდესაც მივდიოდი, ის ჩემს წინ იყო და თავისთვის ლაპარაკობდა. თუ ვინმე მას კარგად დააკვირდება, დაინახავს, რომ ნამდვილი შეშლილია. მე სწრაფად ჩავუარე, რადგან შემეშინდა, დანა ან რაიმე სხვა ცივი იარაღი არ ჰქონოდა და თავს არ დამსხმოდა. მან ჩემი შიში შეამჩნია და გამომედევნა. მე ვყვიროდი და გავრბოდი და ისიც ისევ მომსდევდა. რამდენიმე ადამიანი იცნობდა მას და გარკვეული ხერხებით მის შეჩერებას ცდილობდნენ .

ვიცი, რომ ფსიქიოლოგიური შოკი ამ დროს ყველაზე უარესია. მე კარგად მესმის ქალის, რომელიც მან საკუთარი 3 წლის შვილის თვალწინ სცემა. მე მას გადავურჩი, რადგან თავიდანვე მივხვდი, რაც მოხდებოდა და სწრაფად ვიმოქმედე,” ამბობს ქალი.

ასევე შოკისმომგვრელია ერთ-ერთი თვითმხილველის კოსტას ტერიკოღლუს ჩვენება, რომელიც შაბათს ხალანდრში მომხდარ ინციდენტს შეესწრო: ”როდესაც საშინელი ყვირილი გავიგე, შევტრიალდი და დავინახე, რომ მამაკაცს ქალი თმით ეჭირა და სახეში ურტყამდა. რომ არ შეგვეჩერებინა, შეიძლება მოეკლა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩვენ ადგილზე გავიყინეთ. ქალის 3 წლის შვილი ხმას არ იღებდა, არც ტიროდა, ის თევზივით ჩუმად იდგა, რადგან შოკში იყო. მამაკაცის დაჭერა ვცადეთ, თუმცა, ის გარბოდა. მე მაშინვე პოლიციაში წავედი და მომხდარის შესახებ განვაცხადე, სადაც მითხრეს, რომ ის ცნობილი მსახიობის შვილი იყო და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. რომ ის ქალებს ხშირად აშინებდა. მათ მამაკაცი დააკავეს და ფსიქიკური მდგომარეობის გამო ციხის ნაცვლად, სარეაბილიტაციო ცენტრში გააგზავნეს, საიდანაც ორ-სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, ისევ თავისუფალი იქნება.”

ტერიკოღლი სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, რომ ძალიან ფრთხლად იყვნენ.

onalem

ტესტ