fbpx
პოზიტივი

ბერძენი ქალი, რომლის 9 წლის შვილმაც შიმშილისგან გონება დაკარგა, დაასაქმეს და დენის გადასახადიც გადაუხადეს

კუნძულ როდოსიდან სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. ირკვევა, რომ ბერძენი ქალბატონი, რომელიც შვილებს მარტო ზრდის და მათთვის საკვებიც კი არ ჰქონდა, უკვე დასაქმებულია და შეძლებს, რომ თავის პატარებს მინიმალური პირობები შეუქმნას.

როგორც ცნობილია, ქალი არ ითხოვდა თანხას, არამედ უნდოდა სამსახური ეპოვა, რომ შვილები საკუთარი შრომით ერჩინა. ის როდოსის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა და მას შემდეგ დარჩა უმუშევარი.

აღსანიშნავია, რომ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელმაც მას დახმარების ხელი გაუწოდა. ქალი დაასაქმეს და პარალელურად, გადაუხადეს დენის გადასახადი, რადგან ელექტრო ენერგია დიდი ხნის მანძილზე ჩაჭრილი ჰქონდათ, დავალიანების გამო.

ამ ყველაფრის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია იუწყება, რომელიც თავიდანვე გამოეხმაურა ოჯახს:

 

onalem

ტესტ