fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საბერძნეთში ჩამოსულ ქალს ავტობუსში 3.700 ევრო დარჩა, რომელიც მძღოლმა იპოვა და დაუბრუნა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კრეტაზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ავტობუსიდან ყველა მგზავრი ჩავიდა, მძღოლმა იქაურობა დაათვალიერა და იპოვა ჩანთა, რომელშიც, როგორც აღმოჩნდა, 3.700 ევრო და საბუთები იდო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას ჩანთა არ გაუხსნია და  არ შეუმოწმებია, თუ რა იდო შიგ. თანხის რაოდენობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ტურისტულ ოფისს დაუკავშირდა და მათი საშუალებით პატრონი იპოვა.

შემთხვევის შესახებ მამაკაცის შვილი საუბრობს, რადგან თავად საკუთარ თავსა და კეთილშობილურ საქციელზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურს.

ქალმა, რომელსაც მან დიდი რაოდენობით თანხა და საბუთები უკან დაუბრუნა, წერილობით გადაუხადა მადლობა და ამასთანავე 30 ევრო გადასცა.

 

onalem

ტესტ