fbpx
კრიმინალი

20 წლის ბერძენი ნიუ-იორკში მოკლეს

ახალგაზრდა ბერძენის ეროტიკული პერიპეტიები ნიუ-იორკში საბედისწერო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ბერძენი მამაკაცი, რომელიც წლების განმავლობაში ბრუკლინში ცხოვრობდა, ხელკეტითა და ცივი იარაღით მოკლეს. ორ მამაკაცსა და ქალს არსებულ ეროტიკულ სამკუთხედს ბრუკლინის ერთ-ერთ ბინაში ტრაგიკული დასასრული მოჰყვა.

20 წლის მანოს იკონომიდიმ ზურგსა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. ქალის მონაცემებს პოლიცია არ ახმაურებს, თუმცა, ეროტიკულ სამკუთხედში მონაწილე მეორე მამაკაცის ვინაობა პრესისთვის უკვე ცნობილია. ეს არის 21 წლის ჯეკ დოერთი. სწორედ მის ბინაში ჰქონდა ადგილი ინციდენტს. დოერთის ჩვენების თანახმად სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ინტიმური სცენის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეო ჩანაწერის გაკეთება მოისურვა. ამ ფაქტმა ქალი აღაშფოთა და დაუყონებლივ ბინის დატოვება გადაწყვიტა. მას დოერთიც გაჰყვა, რათა სახლამდე მიეცილებინა.

სწორედ ეს წარმოადგენს დოერთის ალიბს და პოლიცია მას ეჭვიმატანილად არ თვლის. ამრიგად, ახალგაზრდა ბერძენი მანოს იკონომიდისი ბინაში მარტო აღმოჩნდა. ”ეს იყო სრული კოშმარი. საშინელებათა ფილმის კადრს ჰგავდა,” აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. ასევე, სხვა მეზობლის ინფორმაციით, ქალბატონმა თავის შეყვარებულს დაურეკა, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედში მონაწილეობას არ იღებდა და ამცნო, რომ ის გააუპატიურეს. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ძალალდობას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პარალელურად იკონომიდის შეყვარებულსაც, რომელიც ასევე არ იღებდა მონაწილეობას ეროტიკულ პერიპეტიაში, მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნეს ინსტაგრამზე: ”შენმა შეყვარებულმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის პასუხს აგებს“. დაახლოებით იმ დროისათვის, როცა უკვე დოერთი შენობაში ბრუნდებოდა, 3 მამაკაცი ბეისბოლის ხელკეტით შენობაში იმყოფებოდა. მათი მიზანი, წყაროს თანახმად, შურისძიება იყო. სიკვდილის პირას მყოფი ახალგაზრდა გადარჩენისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. ის ერთ-ერთი მეზობლის, ჯოი ლიგუორის კარს ჩაებღაუჭა და სასოწარკვეთილი დახმარებას ითხოვდა.

მანოს საავადმყოფოში გადაყვანა მოასწრეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

”ვწუხვარ, ეს კადრები არასოდეს ამომივა მეხსიერებიდან. მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა! საშინელი სინანულის გრძნობა მაქვს,“ აცხადებს 74 წლის ჯოი ლიგუორი. მანოს იკონომიდის მეზობლები შოკში არიან: ” ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, ძალიან თავაზიანი. ყოველთვის მზად იყო დახმარება გაეწია შენთვის.”

onalem

ტესტ