fbpx
კრიმინალი

ათენის აეროპორტი: დაკავებულია 24 წლის ქალი, რომელსაც კოკაინი კუჭით გადაჰქონდა

დღეს ათენის საერთაშორისო აეროპორტში 24 წლის ახალგაზრდა ქალი აიყვანეს, რომელსაც კუჭში კოკაინი აღმოაჩნდა. მან, იმისათვის, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადმოეკვეთა, ნარკოტიკების დიდი რაოდენობა გადაყლაპა.

კერძოდ, 24 წლის ქალი პერუს მოქალაქეა. ათენში ის სან პაოლოდან ჩამოფრინდა, თუმცა, შემდეგ უნდა გაფრენილიყო ბრაზილიაში, ციურიხის და შვეიცარიის გავლით.

ქალი სასაზღვრო პოლიციამ შეაჩერა და შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მან სახლში დამზადებულ 42 კაფსულაში მოთავსებული 1,2 კილოგრამი კოკაინი ჰქონდა გადაყლაპული.

პოლიციამ მას ასევე ჩამოართვა 900 ევრო და მობილური ტელეფონი, რომელსაც ის ატარებდა.

onalem

ტესტ