fbpx
საბერძნეთი

“პოლარული ბურთი” საბერძნეთში მიმდინარე კვირაში – საგანგებო პროგნოზი, წვიმებითა და ძლიერი ქარით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომელიც მიმდინარე კვირაში საბერძნეთში ე.წ. “პოლარული ბურთის” ფენომენის გააქტიურებას ეხება. ფენომენი მოიტანს არასტაბილურ ამინდს, უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს.

ამინდი განსაკუთრებით არამდგრადი იქნება საბერძნეთის დასავლეთით, ასევე ჩრდილოეთით და ცენტრალურ ტერიტორიებზე. მთავარი მახასიათებელია წვიმა, ძლიერი ქარი, რაც ტემპერატურას კვირის ბოლომდე შედარებით დაბალ დონეზე შეინარჩუნებს.

ნალექი მოსალოდნელია:

იონიის ზღვის კუნძულებზე, იპიროს ტერიტორიაზე, დასავლეთ სტერეასა და ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისოში.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში.
თოვა მოსალოდნელია მაღალმთიან ტერიტორიებზე.

მიუხედავად ამისა, ატიკის რეგიონში ტემპერატურის რადიკალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის და დაფიქსირდება 15-17 გრადუსი. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, მიმდინარე სეზონზე 5-7 გრადუსით მაღალი ტემპერატურა გვაქვს, ვიდრე ნორმას შეესაბამება.

 

onalem

ტესტ