fbpx
საბერძნეთი

თვითმფრინავში, რომელიც ათენში საგანგებო რეჟიმში დაჯდა, ბომბი არ აღმოჩნდა – მგზავრების შემოწმება და ცრუ განგაში

ოფიციალური ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე შემოწმების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე ბომბი არ იყო.

როგორც უკვე ცნობილია, ავიაკომპანია Ryanair-ის ბოინგი ათენში პოლონეთიდან მოფრინავდა და საბრძოლო ხომალდების თანხლებით დაჯდა, ვინაიდან შევიდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავზე ბომბი იყო. როდესაც ხომალდი დაეშვა, ის სპეციალურ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც შემოწმდა როგორც შიდა ტერიტორია, ასევე თითოეული მგზავრი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა (სულ 192 ადამიანი). ამ პროცესს დასჭირდა საკმაო დრო.

საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი ცრუ განგაში იყო.

ბომბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შედეგად თვითმფრინავი მხოლოდ საზღვაო ტერიტორიაზე დაფრინავდა, რაც პროტოკოლის წესით იყო განსაზღვრული.

onalem

ტესტ