fbpx
საბერძნეთი

მომდევნო სამშაბათამდე პირადობის მოწმობის მონაცემები კოვიდ-აპლიკაციაში ჩაიტვირთება

მომდევნო ორშაბათს ან სამშაბათს ვაქცინაციის ციფრულ სერთიფიკატში “ჩაიტვირთება” ჩვენი პირადობის მოწმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული სერთიფიკატების შემოწმების გამარტივების პროცესს.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას აუცილებელია, რომ წარმოვადგინოთ როგორც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რათა შემმოწმებელი დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სერთიფიკატი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის.

ამრიგად, მოხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ინტეგრაცია კოვიდ-სერთიფიკატის აპლიკაციაში და აღარ იქნება საჭირო, რომ ერთდროულად ორი სხვადასხვა დოკუმენტი ვეძებოთ, მითუმეტეს ბეჭდური სახით.

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საბერძნეთი საკმაოდ მაღლა დგას საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, იმ ადამიანთა რაოდენობის მხრივ, რომელთაც მიიღეს მე-3 გამაძლიერებელი დოზა.

ამას გარდა, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, მას შემდეგ, რაც მე-3 დოზის მიღება სავალდებულო გახდა, ბენეფიციართა 90% აიცრა.

 

onalem

ტესტ