fbpx
საბერძნეთი

“პანიკა საჭირო არ არის, ახალი წლიდან ახალი აკრძალვები იქნება” – ადონის გეორგიადის

განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია Μega-სთან საბერძნეთში არსებულ ვითარებასა და ახალ ზომებზე ისაუბრა, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა ომიკრონის მუტაციის გავრცელების შეფერხების მიზნით.

“ის, ვინც აცრილია ორი დოზით და ელოდება მესამეს, დაცულია. რა თქმა უნდა, წინა ორი დოზა არ ნიშნავს ნულს, ადამიანს აქვს ანტისხეულები და ვირუსთან ბრძოლის უნარი. პანიკაში ნუ ვვარდებით.

3 იანვრამდე მოქმედი ზომები გუშინ გამოცხადდა, თუმცა, ექსპერტთა საბჭო მომდევნო კვირას ისევ შეიკრიბება, რათა მდგომარეობა შეფასდეს და პროფესორებმა ნახონ იფეთქა თუ არა პანდემიამ. თუ ეს მოხდება, მომდევნო კვირას კიდევ დამატებითი ზომები შემუშავდება, ისინი კვლავ მსუბუქი იქნება. 2022 წლის დასაწყისში გვექნება ახალი შეზღუდვები, ეს არ ნიშნავს სრულ ჩაკეტვას, მხოლოდ ერთგვარ “მუხრუჭს”, ომიკრონის გავრცელებისთვის.

ექსპერტთა საბჭო ვარაუდებს გამოთქვამს, ხოლო მთავრობა წყვეტს. კარგად იმუშავეთ დღესასწაულებზე და საჭირო არ არის, რომ პანიკაში ჩაცვივდეთ. საბერძნეთში ეკონომიკა ღია რჩება. ახალი წლის შემდეგ იქნება პერიოდი, როცა დაგვჭირდება გარკვეული შეზღუდვა, რომ ვითარება სრულიად არ დაგვისხლტეს ხელიდან,” აცხადებს გეორგიადი.

onalem

ტესტ