fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“სკოლებში კორონავირუსის გავრცელება გარდაუვალია” – პროფესორ ნიკოს სიფსასის პროგნოზები

ინფექციური დაავადებების გამოჩენილმა პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა მედიასთან ისაუბრა და სკოლების გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები გააკეთა. მისი პროგნოზით სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელება გარდაუვალია:

“ჩვენ ვზომავთ ყველანაირ მონაცემს და სკოლები გაიხსნება უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით. სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არ გვაქვს შანსი ნულოვანი შედეგების, ანუ ვერ მოხდება ისე, რომ არ გვქონდეს ინფიცირების არცერთი შემთხვევა სკოლებში. ვირუსის გავრცელება გარდაუვალია, მაგრამ ამის გამო ყველა სასწავლო დაწესებულებას ვერ დავხურავთ, დაიხურება მხოლოდ საკლასო ოთახები, ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის დროს, ხოლო შემდეგ უკვე მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოხდეს კონტაქტების მოძებნა.

ახლა ხალხი შვებულებიდან დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ ყველა საკუთარ სამსახურსა და გარემოს უბრუნდება. შედეგად ვხედავთ, რომ ვირუსი გავრცელდა მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში და ზოგადად, ახალ შემთხვევათა ყოველდღიური რიცხვი 100-დან 300-მდე სტაბილურად გვაქვს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ 15 აგვისტოს შემდეგ მოველოდით უფრო დიდ ნეგატიურ დარტყმას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავიარეთ აგვისტოს ურთულეს რიფებზე და ახლა შევდივართ არანაკლებ რთულ შემოდგომის პერიოდში.”

onalem

ტესტ