fbpx
საბერძნეთი

სუპერმარკეტების ქსელის, Σκλαβενίτης, ხელმძღვანელობამ საკუთარი თანამშრომლების ხელფასის გასაზრდელად 25 მილიონი ევრო გამოყო

სუპერმარკეტ Σκλαβενίτης-ის ქსელი ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე და ხელმძღვანელობა პრაქტიკულად გამოხატავს, რომ აფასებს მათ შრომას. როგორც ირკვევა, ქსელის ხელმძღვანელობამ პერსონალის ხელფასების გასაზრდელად 25 მილიონი ევრო გამოყო.

კერძოდ, 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სუპერმარკეტების თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 870 ევროა, თანხა 5,50%-ით გაეზარდათ.

ვისაც 930 ევრო აქვს ხელფასი, მათთვის თანხა 5%-ით გაიზარდა.

ვინც 1,300 ევროს იღებს, მათ ხელფასი 4%-ით გაიზარდა.

ასევე, თანამშრომლებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (შვილების რაოდენობა, სტაჟი და ა.შ.) გადაეცემათ სპეციალური კუპონები, 100-დან 300 ევრომდე თანხის შემცველობით, რომელთა გამოყენებასაც საჭიროებისამებრ შეძლებენ.

აღნიშნული ქსელის ხელმძღვანელობა ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად, ვინაიდან ორიენტირებულია არა მხოლოდ საკუთარ სარგებელსა და მოგებაზე, არამედ ეტაპობრივად ცდილობს, რომ გაზარდოს თავისი თანამშრომლების შემოსავალიც.

onalem

ტესტ