fbpx
საბერძნეთი

15 თებერვალს ათენის ცენტრი ისევ გადაიკეტება – დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქცია

მომდევნო კვირაში, კერძოდ, ხუთშაბათს, 15 თებერვალს, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც ათენის ცენტრი კვლავ გადაიკეტება.

როგორც მედია იუწყება, აქცია კვლავ კერძო უნივერსიტეტების საკითხს ეხება და სტუდენტთა მხრიდან რეაგირება არ წყდება. კანონპროექტი, რომ კერძო უნივერსიტეტები გაუტოლდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მათთვის მიუღებელია, თუმცა, როგორც ჩანს, პარლამენტი მის განხილვას კვლავ აგრძელებს.

ხუთშაბათს მოსალოდნელია, რომ გადაიკეტოს ცენტრალური გზები, სინდაღმა, პანეპისტიმიუ, ვასილისის სოფიასა და ამალიას გამზირები, შესაბამისად, საჯარო ტრანსპორტი იმოძრავებს განსხვავებული მარშრუტებით.

მოსალოდნელია, რომ ამჯერად საპროტესტო აქციას ბევრად მასშტაბური სახე ჰქონდეს.

 

onalem

ტესტ