fbpx
საბერძნეთი

ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი საბერძნეთის მთავრობისგან 2024 წლის აღდგომას

საბერძნეთის მთავრობა მუშაობს დახმარების ახალ პაკეტებზე, რომლებიც მოსახლეობის კონკრეტული ნაწილის ფინანსური შემოსავლის გაზრდას ემსახურება.

როგორც მედია იუწყება, საუბარია ინტერვენციების ახალ პაკეტზე, რომელიც განკუთვნილი იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისთვის.

აღნიშნული გეგმა მოიცავს სულ მცირე 10 მილიარდ ევროს, რომელიც განაწილდება სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ხელფასების ზრდის თვალსაზრისით. ასევე, გაფართოვდება ელექტრონული ტრანზაქციები, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს “შავი ფულის” მიმოქცევა.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან იზრდება მინიმალური ხელფასიც, რაც ამჟამად შეადგენს 780 ევროს, დაზღვევასთან ერთად. რაც შეეხება თანხის ახალ რაოდენობასა და ინტერვენციების ახალ პაკეტს, რომლებიც ამოქმედდება 2024 წლის აღდგომისთვის, დეტალური ინფორმაცია ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ გავრცელდება.

onalem

ტესტ