fbpx
საბერძნეთი

1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 780 ევროდან 821 ევრომდე იზრდება

CNN Greece-ს ინფორმაციით, საბერძნეთში 2024 წლის 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი იზრდება და მთავრობის მიზანს, რომ გახდეს 950 ევრომდე, უფრო და უფრო უახლოვდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა დახმარებების ასაღებად საჭირო კრიტერიუმების გაზრდის ფონზე, ისინი, ვისაც 1-ლი აპრილიდან ხელფასი მოემატება, მაინც შეძლებენ აღნიშნული დახმარების აღებას. შრომის მინისტრი, დომნა მიხალიდუ აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა უნდა მოხდეს როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით.

ამრიგად, 2024 წლის 1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი მოიმატებს 780 ევროდან 821 ევრომდე (დაზღვევასთან ერთად), ანუ იგულისხმება, რომ 821 ევრო არ არის ხელზე სუფთად ასაღები ხელფასი, არამედ შედის ის თანხაც, რომელსაც დამსაქმებელი რიცხავს ΕΦΚΑ-ში.

ასევე, როგორც უკვე ცნობილია, 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდა ხელფასების განსაზღვრა სამუშაო სტაჟის მიხედვით და თანხები მოემატებათ მათაც, ვისაც 2012 წლამდე ოფიციალურად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი აქვს.

onalem

ტესტ