fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: ქვეყანა მსოფლიოში პოზიციებს აუმჯობესებს

გლობალურ რეიტინგში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, საბერძნეთი პოზიციებს აუმჯობესებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოუდგენლად დაბალია.

საბერძნეთი ამ მომენტისთვის მსოფლიოში 58-ე ადგილს იკავებს, 2.235 ინფიცირებულით, ერთი კვირის წინ 52-ე ადგილზე იყო, ხოლო ორი კვირის წინ 43-ზე. რაც უფრო მზარდია რიცხვი, მით უკეთესია ეს ქვეყნისთვის.

1 მილიონ მოსახლეზე 214 ინფიცირებული მოდის, ხოლო იგივე გლობალური საშუალო მაჩვენებელი 309-ს უდრის, საბერძნეთი ბევრად დაბლაა აღნიშნულ რიცხვთან შედარებით.

19 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 113-ს უდრიდა, რაც საბერძნეთს მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით 46-ე ადგილზე აყენებს. ერთი კვირის წინ 39-ე ადგილზე იყო, ხოლო სამი კვირის წინ 28-ე ადგილზე.

რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე გადაყვანილია 67 პაციენტი. ორი კვირის წინ ეს რიცხვი 92-ს უდრიდა, ხოლო ერთი კვირის წინ 75-ს. საბერძნეთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობით, ევროკავშირში 16-ე ადგილზეა.

 

onalem

ტესტ