fbpx
პოზიტივი

ტაქსის ბერძენმა მძღოლებმა საფულე იპოვეს, სადაც 3.500 ევრო იდო და პატრონს დაუბრუნეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგრინიოში მოხდა. ტაქსის ორმა მძღოლმა, აღდგომის კვირა დღეს, სრულიად შემთხვევით იპოვა საფულე, სადაც 3.500 ევრო და ქვითარი იდო.

როგორც ცნობილი გახდა, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან ისე დაიწყეს პატრონის ძებნა, საბოლოოდ მიაკვლიეს და თანხა დაუბრუნეს.

“საფულე ცენტრალურ სკვერში, Public-ის გარეთ დავკარგეთ. ისინი არიან ტაქსის მძღოლები. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ გამომუშავებაზე მუშაობენ და არც კი უფიქრიათ, რომ თანხა თავისთვის დაეტოვებინათ,” ამბობს თანხის პატრონი და დიდ მადლობას უხდის ბერძენ მძღოლებს.

onalem

ტესტ