fbpx
ჯანმრთელობა

“როგორი იქნება ზაფხული საბერძნეთში და წავა თუ არა ხალხი დასასვენებლად” – ნიკოს სიფსასი კორონავირუსზე

ინფექციონისტმა და გამოჩენილმა პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში ზაფხულის თვეებში საბერძნეთში მოსალოდნელ ვითარებაზე ისაუბრა. ყველას უჩნდება კითხვა, შევძლებთ თუ არა სანაპიროებზე გასვლას, ჩამოვლენ თუ არა საბერძნეთში ტურისტები და ა.შ.

ნიკოს სიფსასი აცხადებს, რომ ზაფხულის თვეებში სოციალური დისტანციის დაცვის ზომა აუცილებლად შენარჩუნდება. ხალხი სანაპიროებზე გასვლას შეძლებს, მაგრამ უნდა იყოს გარკვეული ზღვარი, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება იქ, რათა მათთვის ერთმანეთისგან დისტანციის დაცვა რთული არ იყოს.

რაც შეეხება ტურისტებს, პროფესორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტურისტებიც ჩამოვლენ, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და არა ერთბაშად. ამასთან დაკავშირებით იარსებებს რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში მოსალოდნელია მიღებული ზომების ეტაპობრივი მოხსნა, საუბარია სკოლების გაღების თაობაზეც. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი აპრილის ბოლომდე ზუსტად ამ ან უკეთესი გზით ივლის, როგორც ახლა.

პანდემია ქვეყანაში უკან იხევს და ამას ყოველდღიური მონაცემები ცხადყოფს. ამასთანავე, სიფსასმა ადრეც განაცხადა, რომ კორონავირუსი არსებობის შემთხვევაშიც კი, ზაფხულში ნაკლებად გადამდები გახდება.

onalem

ტესტ