fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გარდაიცვალა შეკვეთის მიმტანი 43 წლის მამაკაცი, რომელსაც სითბური ინსულტი განუვითარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ევიაში გარდაიცვალა 43 წლის მამაკაცი, რომელსაც სითბური ინსულტი განუვითარდა. ის საკუთარ მოვალეობას ასრულებდა გვალვის პირობებში – შეკვეთის მიმტანად მუშაობდა.

არსებული ცნობებით, მამაკაცი გუშინ სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და დედას უთხრა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ასევე, თავის ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა. ქალმა შუბლზე ცივი კომპრესები დაადო, მაგრამ მამაკაცის მდგომარეობა გაუარესდა და ფებრილური კრუნჩხვებით ხალკიდას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როცა ადგილზე მიიყვანეს, ექიმებმა განაცხადეს, რომ სითბური ინსულტის სიმპტომები ჰქონდა, რამაც შემდეგ განმეორებითი ინსულტი გამოიწვია და მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახი აცხადებს, ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არ აწუხებდა ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა.

მიუხედავად ყველაფრისა, დაგეგმილია ექსპერტიზა, რომ სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად დადასტურდეს.

onalem

ტესტ