fbpx
საბერძნეთი

მინიმალური ხელფასი საბერძნეთში 800 ევროზე მეტი – კოსტის ხაძიდაკის განცხადება

საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ მედიასთან მთავრობის მიერ მიღებულ სხვადასხვა ზომაზე ისაუბრა და შეეხო მნიშვნელოვან თემას, რომელიც საბერძნეთში ხელფასების მატებას უკავშირდება. მინისტრის განმარტებით 2024 წლის 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი 800 ევროს გადააჭარბებს.

“მას შემდეგ, რაც 2024 წელი დადგა, სულ რაღაც 40 დღე გავიდა და ჩენ უკვე დავაანონსეთ ისეთი ზომების გატარება, რომლებსაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი სჭირდება. გავზარდეთ მშობიარობის დახმარებაც და სამედიცინო პერსონალის დეფიციტის პრობლემაზე ვმუშაობთ, რაც ჯამში უკავშირდება 210-212 მილიონ ევროს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ეკონომიკის პროგნოზთან.

ხლა რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, კონკრეტული მაჩვენებლები ცნობილი გახდება მარტის თვის ბოლოს, სავარაუდოდ 22 მარტის შემდეგ, თუმცა, რაც შეგვიძლია ახლავე ვთქვათ არის ის, რომ მინიმალური ხელფასი იქნება 800 ევროზე მეტი და ის გაიზრდება არა 1-ლი მაისიდან, არამედ 1-ლი აპრილიდან. 4 წლიანი მუშაობის ბოლოს კი, ჩვენი მიზანია მინიმალური ხელფასი გაიზარდოს 950 ევრომდე,” აცხადებს ხაძიდაკი.

onalem

ტესტ