fbpx
საბერძნეთი

ათენი: ვიქტორიის მეტროსადგური დროებით დაკეტილია, მატარებლები გაჩერების გარეშე დადიან

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო პოლიციამ გასცა ბრძანება, დაკეტილიყო ვიქტორიის მეტროსადგური, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მატარებლები პირეა-კიფისიის ხაზზე მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ არ აჩერებენ ვიქტორიის სადგურში.

საპროტესტო აქცია, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს ეხება პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, ერთსქესიანთათვის სამოქალაქო ქორწინებისა და შვილის ყოლის უფლების მინიჭების თაობაზე.

onalem

ტესტ