fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: ჯარისკაცი, რომელიც საკუთარ გოგონას აუპატიურებდა, თავისუფალია

ლარისაში სამხედრო პირის წინააღმდეგ მიცემულმა ჩვენებებმა ნამდვილი შოკი გამოიწვია. მოწმის სახით დაიკითხნენ მისი ორი შვილი და მათი დედა, რომლებიც მამაკაცის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

საქმე ეხება გაუპატიურების ფაქტებს. მამაკაცი საკუთარ შვილზე მრავალი წლის მანძილზე ძალადობდა.

გაზეთ «Ελευθερία»-ს მიხედვით, მამაკაცი დამნაშავედ სცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ განაჩენის ასრულება გადაიდო და რომ მამაკაცი თავისუფალი იქნება მანამდე, სანამ სააპელაციო სასამართლო საქმეს სრულად არ დახურავს.

სამხედრო პირი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა, გარდა თავისი ორი შვილის მიერ მიცემული ჩვენებებისა, მის ბრალეულობაზე მეტყველებს ყოფილი მეუღლის საჩივარი, რომელიც ასევე მის წინააღმდეგაა შეტანილი.

onalem

ტესტ