fbpx
საბერძნეთი

მამაკაცების პირველი წყვილი, რომელიც საბერძნეთში კანონის მიღების შემდეგ ქორწინდება – ისინი 20 წელია ერთად არიან

როგორც კი საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთათვის სამოქალაქო ქორწინების უფლების მინიჭების კანონი მიიღო, გამოქვეყნდა პირველი წყვილის ვინაობა, რომელიც ოფიციალურად დაქორწინდება. სტავროს გავრილიადისი და დიმიტრიოს ელევსინიოტისი 20 წელია ერთად არიან, მათ სახლი იყიდეს და ოჯახი შექმნეს, ახლა კი, როცა ოფიციალურად მიენიჭათ უფლება, რომელიც ყველა სხვა ადამიანს აქვს, უკვე ოფიციალურად დაუკავშირებენ ერთმანეთს ცხოვრებას.

წყვილი გუშინ კანონისთვის ხმის მიცემის პროცესზე იმყოფებოდა და მათ გვერდით იყო ფოტის სერგულოპულოც. მათი ქორწინების ცერემონია ნეა სმირნიში ჩატარდება და აღნიშნულის შესახებ გაზეთშიც კი გამოაქვეყნეს.

“როგორც იქნა, შევძლებთ, რომ ჩვეულებრივი ოჯახი შევქმნათ, ორი გვარით,” აცხადებენ ისინი.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთი გახდა ევროკავშირის მე-16 ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება.

onalem

ტესტ