fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ალბანელმა მამაკაცმა 29 მეუღლე მოკლა და შემდეგ სასწრაფო გამოიძახა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 29 წლის, რომელიც საკუთარმა მეუღლემ შეიწირა.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ალბანელი მამაკაცი სახლში ნასვამ მდგომაროებაში დაბრუნდა, 29 წლის მეუღლესთან შეკამათება, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მოუვიდა, შემდეგ იარაღი ამოიღო და ქალს თავში ესროლა. ცხადია, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მედია იუწყება, რომ ალბანელმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე ავად იყო და დახმარება სჭირდებოდა, არ უთქვამს, რომ იარაღიდან ესროლა და სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ექიმების ადგილზე მისვლისას ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, მამაკაცი კი, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

არსებული ცნობებით, მან დანაშაული აღიარა, პოლიციისთვის კი, ის ცნობილი იყო წარსულშიც, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ