fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მოხუცი გაძარცვეს, შემდეგ მანქანით განზრახ დაეჯახნენ და მოკლეს

საზარელი შემთხვევა დღეს აგიი თეოდორის ტერიტორიაზე მოხდა. მძარცველები თავს მოხუც ქალს დაესხნენ და მისი გაძარცვა სცადეს, თუმცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოშები ქალს მანქანით წამოეწივნენ და ძვირფასეულობა, რაც კი ეკეთა, ძალის გამოყენებით წაართვეს. პარალელურად ქალმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მათ, რამაც დამნაშავეები გააბრაზა, მანქანაში ჩასხდნენ და ნაცვლად იმისა, რომ იქაურობა მალე დაეტოვებინათ, დანაშაულს დანაშაული დაამატეს. ისინი განზრახ დაეჯახნენ მანქანით, როდესაც მოხუცი შესაჩერებლად წინ გადაუდგა და რამდენიმე მეტრში გადააგდეს, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

როგორც ცნობილი გახდა, მოხუცი 77 წლის იყო და ძარცვის მსხვერპლი აქამდეც გამხდარა. მეზობლები იუწყებიან, რომ აღნიშნულ ქალაქში მსგავსი დანაშაულები უკვე ყოველდღიურობად არის ქცეული.

პოლიცია ავრცელებს მანქანის ფოტოს, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ და ქალს დაეჯახნენ, მათი იდენტიფიცირებისთვის კი მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ