fbpx
საზოგადოება

პატრასში საპროტესტო აქციის მონაწილეები და პოლიცია ქორწილში აღმოჩნდნენ

გუშინ ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 21 ადამიანი დააპატიმრეს.

უჩვეულო შემთხვევა მხოლოდ პატრასში მოხდა, სადაც როგორც გაირკვა, დემონსტრანტები და პოლიციელები მსვლელობისას ქორწილში აღმოჩნდნენ. როცა აქცია აქტიურად მიმდინარეობდა ისინი გზად წყვილს შეხვდნენ, რომლებსაც ხელი იქვე მდებარე შენობაში სულ რამდენიმე წუთის წინ ჰქონდათ მოწერილი და აღსანიშნავად მიდიოდნენ.

დემონსტრანტები ცოტა ხნით შეჩერდნენ, ახლადდაქორწინებულებს ბედნიერება უსურვეს და აქცია გააგრძელეს.

 

onalem

ტესტ