fbpx
კრიმინალი

ალბანელმა მამაკაცმა და მისმა ბერძენმა ცოლმა პიცა გამოიძახეს, რომ მიმტანი ბიჭი გაეძარცვათ

როგორც ირკვევა, ბერძენ ქალი და მისი ალბანელი მეუღლე გაჭირვებამ აიძულა, რომ შეკვეთის დამტარებელი ბიჭი გაეძარცვათ და ამისთვის გეგმა შეიმუშავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ როდოსზე ცოლ-ქმარმა 20 ევროს ღირებულების პიცა გამოიძახეს, თანაც შუაღამით. როდესაც ახალგაზრდა ბიჭმა შეკვეთა მიიტანა, კიბეზე ასვლისას ალბანელი თავს დაესხა და სახეში გაურკვეველი სახის სპრეის შესხმით ემუქრებოდა.

ახალგაზრდამ პიცის ყუთები იქვე დაყარა და როგორც კი მისგან თავის დაღწევა შეძლო, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ალბანელის გარეგნობა ზუსტად დაემთხვა იმას, რაც დაზარალებულმა პოლიციას აღუწერა და ის მალევე დააკავეს, მეუღლესთან ერთად.

მათ აღიარეს, რომ დანაშაული იმის გამო ჩაიდინეს, რომ ძალიან შიოდათ და თანხა არ ჰქონდათ პიცის შესაძენად. ქალი მოსთქვამდა, რომ დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა.

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი როდოსის პროკურატურაში გადაიყვანეს და ბრალს ძარცვის მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ