fbpx
კრიმინალი

44 წლის ბერძენი საკუთარ 14 წლის მოსწავლეს ქორწინებასა და შვილებს ჰპირდებოდა – სკანდალი ათენში

ამბავს, რომელიც ილიუპოლში გამომჟღავნდა, უფრო და უფრო მეტი შოკისმომგვრელი დეტალი ახლავს თან. როგორც უკვე ცნობილია, 44 წლის მასწავლებელს ბრალი საკუთარ 14 წლის მოსწავლესთან ურთიერთობის დამყარებაში ედება. გოგონას თანაკლასელები მედიასთან საუბრობენ იმ ყველაფრის შესახებ, რაზეც მამაკაცი არასრულწლოვანს ურთიერთობის განმავლობაში ესაუბრებოდა.

“ისე აკეთებდა, რომ გოგონას ყველაფრის სჯეროდა. ელაპარაკებოდა ქორწინებაზე და ჰპირდებოდა, რომ შვილები ეყოლებოდათ,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

როგორც ირკვევა, მასწავლებელს კლასშივე ეტყობოდა განსხვავებული და არაადეკვატური ქცევები, ის განსაკუთრებულად ახლოს იყო 14 წლის გოგონასთან და ჩანს, რომ ამას გარშემომყოფებიც ამჩნევდნენ.

“ძალიან ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ისინი სკოლის კორიდორში ერთად იდგნენ ან სწორედ მის პირად კაბინეტში ჰყავდა შეყვანილი და საუბრობდნენ,” ამბობენ სკოლაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 14 წლის გოგონას ოჯახში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რითიც მასწავლებელმა ისარგებლა და დაუახლოვდა.

onalem

ტესტ