fbpx
კრიმინალი

ექსკლუზიური მასალა ათენიდან: ვინ არიან და როგორ ძარცვავდნენ ხალხს ტრანსპორტში ჯიბის ქურდები

საბერძნეთის პოლიცია ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, რომლებიც დაფიქსირებულია საჯარო ტრანსპორტში. როგორც უკვე ცნობილია, გაშიფრულია კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ათობით ადამიანისგან შედგება და მათი 99% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ისინი არიან ე.წ. ჯიბის ქურდები, რომლებიც მოქმედებდნენ ატიკის რეგიონში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მინიმუმ 161 ადამიანი გაძარცვეს. პოლიციამ ამოიღო ტელეფონები, პლანშეტები, დანები, მარიხუანა და იარაღიც კი.

დაჯგუფების წევრები განაწილებულები იყვნენ სხვადასხვა სადგურებში და პარალელურად ერთმანეთთან კონტაქტობდნენ. ხალხს ჯიბეებიდან და ჩანთებიდან ისე აცლიდნენ პირად ნივთებს, რომ ვერც კი ხვდებოდნენ. მოქმედებდნენ არა მხოლოდ მეტროში, არამედ ავტობუსების გაჩერებებზეც.

ირკვევა, რომ ისინი უმეტესად არიან რუმინეთის მოქალაქეები, ასევე, ბანგლადეშის, განას და ავღანეთის, ალბანეთის მოქალაქეები. მხოლოდ 1 მათგანი არის ბერძენი. საერთო ჯამში კრიმინალური დაჯგუფების წევრობას საბერძნეთის პოლიცია 59 ადამიანს ედავება.

იხილეთ მათი ფოტოები:

 

 

onalem

ტესტ