fbpx
საქართველო

სპეციალური ანკეტა საქართველოში გამგზავრებისას – რომელ ქვეყნებთან იხსნება საზღვრები უპირობოდ?!

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას სა­ზღვრე­ბი გა­უხ­სნას, მას შემ­დეგ რაც ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვში შე­იყ­ვა­ნა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 5 სა­ხელ­მწი­ფოს­თან სა­ზღვარს უპი­რო­ბოდ ხსნის. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

“დღე­ი­სათ­ვის იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რო­ბოდ გა­უხ­სნა სა­ზღვა­რი, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე უპი­რო­ბოდ ხსნის სა­ზღვარს 5 სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ეს არის: გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა და ეს­ტო­ნე­თი” – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

ისი თქმით, ამ ხუთი ქვეყ­ნის რე­ზი­დენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მხო­ლოდ პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის გზით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თამ­დე მათ უნდა შე­ავ­სონ სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თონ შე­მოს­ვლამ­დე ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სხვ.

მა­თი­ვე თან­ხმო­ბი­სას, ანდა სა­ზღვარ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გის გავ­ლის შე­დე­გად 37 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აე­რო­პორ­ტში მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი.

როგორც ირკვევა, საქართველო საბერძნეთთან საზღვრების გახსნას ჯერ არ აპირებს, ვინაიდან ქვეყანა ამ სიაში არ შედის. თუმცა, დაგეგმილია სპეციალური რეისები, რომელთა საშუალებითაც ქართველ ემიგრანტებს, სურვილის შემთხვევაში, უკან გამგზავრების საშუალება ექნებათ.

ახლა კი გადავხედოთ, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო მიმოსვლას აღადგენს.

გერმანიაში, რობერტ  კოხის (RKI) ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 397 ადამიანით გაიზარდა, რაც წინა დღესთან შედარებით ოდნავ მეტია (390).  ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერი კვლავ ბავარიაა.

ამ ქვეყანაში ინფიცირების 197 341 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 9 036 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 183 100.

საფრანგეთში მთელი პანდემიის მანძილზე კორონავირუსის 168 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია თითქმის 30 ათასი  ადამიანი, გამოჯანმრთელდა 77 ათასი.

საფრანგეთში მეორე ტალღისთვის ემზადებიან.  დღეს მედიაში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელის ჟერომ სალომონის განცხადება გაჩნდა, რომელმაც საზოგადოებას კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

გასულო დღე-ღამეში საფრანგეთში კორონავირუსის  475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ივლისს კი 1 375. სტაციონარებში მკურნალობას 61 ათასზე მეტი ადამიანი აგრძელებს, მათგან 538 მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეპიდვითარება შედარებით მშვიდია. ბოლო დღე-ღამეში ლატვიაში შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ტესტირება ჩაუტარდა 1763 ადამიანს.

პანდემიის პირველი დღიდან ამ დრომდე ლატვიაში 160 281 ტესტი ჩატარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1134 ადამიანს მიაღია, გამოჯანმრთელდა 1008, გარდაიცვალა 30.

დღე-ღამეში  გამოვლენილი ინფიცირებულთა და ლეტალური შემთხვევების მონაცემებით, ანალოგიური ვითარებაა ლიეტუვაში.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 845 ადამიანს აღწევს, გამოჯანმრთელდა 1545, გარდაიცვალა 79. ჯანდაცვის უწყებამ  39 შემოტანილი შემთხვევა დააფიქსირა.

ესტონეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რესპუბლიკაში ბოლო დღეებში რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 003-ს მიაღწია. ბოლო დღეებში ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში კორინავირუსით სულ 69 ადამიანი გარდაიცვალა, 1882 კი გამოჯანმრთელდა. სულ ჩატარდა 110 ათასი ტესტი.

onalem

ტესტ