fbpx
ჯანმრთელობა

ინფიცირების შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდილი მონაცემები – იხილეთ დღევანდელი რიცხვი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 33 ახალი ინფიცირებული, საიდანაც 21 არის “იმპორტირებული” შემთხვევა ანუ ტურისტი.

საერთო ჯამში საბერძნეთში კორონავირუსით დაავადების 3.622 ფაქტია გამოვლენილი, რომელთა 54,7% მამაკაცებს ეხება.

ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 9 პაციენტი, ეს რიცხვი კი გუშინ 10-ს უდრიდა.

დღეს არ ფიქსირდება არცერთი გარდაცვალება, ხოლო კორონავირუსის მსხვერპლთა ჯამი სულ 193-ს უდრის, 62 ქალბატონია, დანარჩენი კი მამაკაცი.

გუშინ გამოვლინდა ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა, დღეს კი 6-ით მეტი. უნდა აღინიშნოს, რომ რომ არა საზღვრების გახსნა, საბერძნეთში, ადგილობრივად, ვირუსის გადადების ტენდენცია კლებისკენ იყო წასული.

onalem

ტესტ