fbpx
კრიმინალი

მოხუცების ძარცვა ატიკის რეგიონში: დაკავებულია 39 წლის მამაკაცი, ქალი კი იძებნება

საბერძნეთის პოლიცია წყვილის ფოტოებს ავრცელებს, რომელთაგან მამაკაცი დაკავებულია, ხოლო 34 წლის ქალი ამ დრომდე იძებნება.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ატიკის რეგიონში დიდი ხნის მანძილზე ძარცვავდა მოხუცებს, სხვადასხვა თაღლითური ხერხების წყალობით. ისინი გარკვეულ სცენარს თხზავდნენ, იგონებდნენ გზებს, თუ როგორ შეეღწიათ მოხუცებს სახლებში და შემდეგ თვალსა და ხელს შუა გაეძარცვათ ისინი.

ხშირად მოხუებს ატყუებდნენ, რომ მათი შვილები ავარიაში მოყვნენ ან სხვებს დაეჯახნენ და დიდი თანხა ჰქონდათ გადასახდელი, მათზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდნენ და ფულს ასე ართმევდნენ, საკუთარი ნებით.

კერძოდ, 39 წლის დაკავებულის სახელი და გვარია ეფთიმიოს ზერვა, დაბადებული 1981 წელს თესალონიკში, საბერძნეთის მოქალაქე.

რაც შეეხება ქალს, რომლის დაკავებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, არის კონსტანტინა სტრატი, ასევე საბერძნეთის მოქალაქე, დაბადებული 1985 წელს პატრასში.

onalem

ტესტ