fbpx
კრიმინალი

90 წლის პონტიელ ბებოს, თესალონიკიდან, ქუჩაში ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს

90 წლის ბებოს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ თესალონიკში დააკავეს, უკვე მთელი საბერძნეთი იცნობს. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბაზარში ჩუსტების გაყიდვის გამო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დააჯარიმეს. ახლა კი ქალს სხვა ინციდენტი შეემთხვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცს ქუჩაში თავს დაესხნენ და ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს, რომელსაც იმ დროს ატარებდა.

ეს იყო ყელსაბამი, ზედ ჯვრით, რომელიც 33 წლის ქალმა ყელიდან ჩამოგლიჯა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, სადაც ორი თანამზრახველი ელოდებოდა და გაუჩინარდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ სამივე დამნაშავე პოლიციამ კორდელიოს ტერიტორიაზე დააკავა. ერთი მამაკაცია, ხოლო ორი ქალი.

ამავე დროს, მხოლოდ გუშინ თესალონიკის პოლიციამ 7 ადამიანი ძარცვის ბრალდებით დააპატიმრა.

მათ შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ