fbpx
კრიმინალი

მისტიური მკვლელობა კალიმნოზე: 21 წლის ბიჭის სიკვდილის გარშემო უამრავი კითხვაა

21 წლის ათენელი ბიჭის ისტორია, რომელიც გასული შაბათიდან გაუჩინარებულად ითვლებოდა, ჩიხში შედის და სასამართლო პროცესი ნამდვილ თრილერად იქცა.

როგორც ჩანს, ბიჭი სრულიად სხვა ადგილას მოკლეს, ხოლო შემდეგ გადაიტანეს იქ, სადაც მოგვიანებით მისი სხეული 14 წლის მოზარდმა იპოვა.

21 წლის ნიკოს ხაძიპავლუ კალიმნოზე დედის სანახავად იყო ჩასული. მისი გვამი 200 მეტრის დაშორებით იპოვეს იმ ადგილიდან, სადაც დიდი ხნით ადრე მისი ველოსიპედი და ცალი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს.

დღეს როდოსიდან ჩასულმა ექსპერტმა გვამი შეამოწმა და მისი თქმით, ბიჭს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, თუმცა, სიკვდილის ძირითადი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება ვიდრე ექსპეტიზა საბოლოოდ არ დასრულდება. გამოდის, რომ ნიკო მხოლოდ ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი  არ გამხდარა.

როცა იპოვეს მას მაისური ეცვა და ფეხსაცმელი მხოლოდ მარჯვენა ფეხზე შერჩენოდა. პოლიცია საფუძლიანად ვარაუდობს, რომ ბიჭი მოკლეს და შემდეგ გვამი გადაიტანეს.

onalem

ტესტ