fbpx
კრიმინალი

ვრილისია: დამლაგებელმა ქალმა სახლიდან 100.000 ევროს ძვირფასეულობა მოიპარა და უკვალოდ გაქრა

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი დამხმარე ქალის ძარცვის მსხვერპლი ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი გახდა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება.

ბიზნესმენი ვრილისიაში ცხოვრობს და როგორც აცხადებს, მისი დამლაგებელი ქალი, რომელიც მოლდოვადან არის, უკვალოდ გაქრა, თუმცა, თან წაიღო 80.000 ევრო ნაღდი ფული და ძვირფასეულობა, რომლის  ღირებულებაც, არც მეტი არც ნაკლები, 100.000 ევროა.

45 წლის ბიზნესმენმა ქალმა პოლიციაში უკვე იჩივლა, მაგრამ დამლაგებელმა ქალმა ძარცვა ისე “სუფთად” შეასრულა, რომ ამ დრომდე მისი მოძებნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 

onalem

ტესტ