fbpx
კრიმინალი

საუდის არაბეთის პრინცს მიკონოსზე 1,2 მილიონი $-ის ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს

მიკონოსზე ოქროთი და ბრილიანტებით დატვირთული ჩავიდა, საბოლოოდ კი წაღებული ძვირფასეულობიდან აღარაფერი დარჩა. საუბარია არც მეტი არც ნაკლები საუდის არაბეთის პრინცზე, რომელმაც განაცხადა, რომ კოსმოპოლიტურ კუნძულზე გაძარცვეს და მისი ზარალი 1, 2 მილიონ დოლარს უდრის.

კერძოდ, პრინცი მიკონოსზე 15 აგვისტოდან იმყოფებოდა და მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა, რომელსაც 15 ადამიანი იცავდა და გარდა ამისა, მას ჰყავს პირადი დაცვის პიადი წევრებიც. გასაოცარია ასეთ პირობებში, როგორ შეძლო მძარცველმა აივნის გავლით ვილაში შესულიყო.

მან ნაძარცვის შესახებ მაშინ გააცნობიერა, როცა საკუთარი ვერტმფრენით პარიზში უნდა წასულიყო.

მოპარულია სამი ჩემოდანი, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, იდო მაჯის 60 საათი, ოქროს მონეტები, ოქროს სხვადასხვა სამკაული და ბრილიანტის ბეჭდები. ნაქურდალის საერთო ღირებულება 1, 2 მილიონი დოლარია.

ფაქტია, რომ დამნაშავე გაექცა უსაფრთხოების სისტემას, თავიდან აიცილა 20-ზე მეტი ადამიანის ყურადღება, რომლებიც სპეციალურად არიან გადამზადებულები, შევიდა ოთახში, ჩემოდნები აიღო და ადგილი ასევე შეუმჩნევლად დატოვა.

onalem

ტესტ