fbpx
კრიმინალი

ლარისაში მოსახლეობა მამაკაცის შესახებ ჩივის, რომელიც ფურგონით დადის და ბავშვებს ავიწროვებს

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისაში უცნობი მამაკაცი თეთრი ფურგონით გადაადგილდება და ის საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი, გოგონებისთვის, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. პოლიციამ უკვე დაიწყო სამძებრო ღონისძიებები.

საჩივარი სამი ქალისგან შევიდა, როდესაც აღნიშნულმა მამაკაცმა ერთ-ერთის გოგონა შეავიწროვა. ამბავი სამეზობლოში სწრაფად გავრცელდა. ამას შემდეგ მოჰყვა მეორე შემთხვევა, როდესაც სხვა ქალის ვაჟი გოგონასთან ერთად სეირნობდა, როდესაც ფურგონი აედევნათ და თავს დაესხათ.

ბავშვები ანერვიულებულები იყვნენ, მშობლები კი სთხოვდნენ მოეყოლათ, თუ რას გულისხმობდნენ “თავდასხმაში”. მათ აღწერეს, რომ მამაკაცი წამოეწიათ და უთხრა, რომ ახლოს მისულიყვნენ, რადგან უნდოდა მათთვის რაღაც ეთქვა. როცა უარი უთხრეს, ის მანქანაში ჩაჯდა და ასე მისდევდა გოგონას და ბიჭს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვები არ საუბრობენ გატაცების ან გაუპატიურების მცდელობაზე.

ამის შემდეგ განაცხადი პოლიციაში შეიტანეს და მოქმედება მაშინვე დაიწყეს, თუმცა, ამ დრომდე მამაკაცის ან მისი ფურგონის პოვნა ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ