fbpx
საზოგადოება

მშენებლობაზე მომუშავე უცხოელმა საბერძნეთის მთავრობას 97, 000 ევრო გადაახდევინა

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საბერძნეთში ხშირად იბრძვიან სხვადასხვა კომპენსაციის და პენსიის მისაღებად. ისინი, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში არიან მუშები, რომლებიც მუშაობენ მშენებლობებზე და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ არის. ამჯერად უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, ეგვიპტელმა მშენებლობაზე მომუშავე პირმა, რომელიც ათენში ერთ-ერთი შენობიდან გადმოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა, საბერძნეთის სახელმწიფოს, თავისი ქვეყნის შრომის სამინისტროს საშუალებით, კომპენსაცია მოსთხოვა.

საქმე აღიძრა და მამაკაცმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, საბერძნეთს თანხა გადაახდევინა. კომპენსაცია კი 97, 000 ევროს უდრის.

საბერძნეთში დაზღვევის მქონე ეგვიპტელთა საერთო რაოდენობა 134, 183-ს უდრის.

ასევე ცნობილია, რომ ქვეყანას მოეთხოვება გადაურიცხოს პენსია 110 ეგვიპტელს, რომელიც ეგვიპტეში უკვე დაბრუნდა და თანხები შედარებით ადრე უნდა მიეღოთ.

onalem

ტესტ